რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინელი სამხედროები დანებდებიან.
BBC- ი იუწყება რომ, პუტინმა ეს კომენტარი სამშაბათს ღამით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი დათანხმდა განიხილოს გეგმები ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა, თურქეთთან, საბერძნეთთან და რამდენიმე ჰუმანიტარულ ჯგუფთან ერთად, პუტინს ქალაქის ევაკუაციის გეგმა წარუდგინეს. მათივე ცნობით,”პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ ის ამ წინადადებაზე „იფიქრებს“ .