მთავარი სტატიები რაში არ ეთანხმება პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი ტვ12-ის დირექტორს?!

რაში არ ეთანხმება პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი ტვ12-ის დირექტორს?!

491
0

ტელეკომპანია „ტვ12“-ის პირდაპირ ეთერში გადაცემაში „ფინჯან ყავაზე“, მისმა ავტორმა და წამყვანმა ამირან კიღურაძემ „ტვ12“-ის დამფუძნებელ ჯემალ მეგრელიძესთან ერთად პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილს უმასპინძლა.
როგორც გადაცემის ავტორმა ეთერში განაცხადა, ის უძღვებოდა სამი ჟურნალისტის გადაცემას და როდესაც ის მორიგ ეთერს გეგმავდა, გაითვალისწინა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაწყებული პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებით, გავრილოვისა და რუსული ოკუპაციის, რუსთავი-2-ის თემითა და ორჯერ ჩაშლილი აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნებით დასრულებული… აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დავითი ამ არჩევნებში მონაწილეობდა და თვითონ არის მომსწრე იმისა, როგორ მიმდინარეობს ბორდის მიერ დირექტორის შერჩევა…

დავით ჩხარტიშვილი: – ვიდრე რაიმეს ვიტყოდე, აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მინიშნებას, რომლითაც იწყებთ ყველა გადაცემას, რომ „ტვ12“ არ არის არავის ტელევიზია, არც მთავრობის, არც ოპოზიციის… ხართ კონსტრუქციული ტელევიზია და წარმომადგენელი კონსტრუქციული ჟურნალისტიკით. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა სწორედ ის არის, რომელიც აძლევს საშუალებას საზოგადოებას კორექცია გააკეთოს და მთავრობას ღიად და საჯაროდ მიანიშნოს თავის ნაკლზე. ნამდვილი ჟურნალისტიკა ზრდის, ჩვენთან კი სამწუხაროდ, ჟურნალისტიკამ მიიღო პროფანაციული ფორმები, დღის წესრიგს ადგენენ ე.წ. დიდი ტელეკომპანიები, ეს მიმართულება ძალზედ უცხოდ დგას ჩვენი საზოგადოების მიდრეკილებებისგან, მიზნებისგან… ეს არიან უმაღლესი პროფესიონალიზმის საფეხურზე მდგომი ადამიანები, რომლებიც უნიჭიერესად მოდელირებენ, ფუთავენ ტყუილს და დანარჩენები მოძრაობენ მათ შექმნილ „რეალობაში“. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, მისი პრობლემაც ძირითადი არის „რუსთავი-2“-ის დისკუსის გატარება ჩვენს მოსახლეობაში. მენიშნა, რომ ორი თვის თავზე ბატონმა ბიძინამ გაიმეორა სიტყვა სიტყვით, ის, რაც მე ვთქვი წინათ და ამან გულისწყრომა გამოიწვია… ტელევიზიებმა გააჟღერეს ისე, თითქოს მე ვთქვი, რომ ტელევიზია ჟურნალისტიკა არაა, მე ვთქვი, რომ მხოლოდ 15 პროცენტია ჟურნალისტიკა, სხვა დანარჩენი მენეჯმენტის დონეზე ისეთი საგნების სიღრმისეული ცოდნაა, როგორიცაა სოციოლოგია, ფილოსოფოსია, ზემოქმედების ტექნოლოგიები და ასე შემდეგ.
ავიღოთ აჭარის ტელევიზია, მისი ორიენტირი არის 8 მილიონი ლარი საზოგადოების ჯიბიდან. ეს არის ერთსქესიანი ქორწინების პროპაგანდა, ნარკოლიბერიზაცია, არასამთავრობო სექტორის ერთი და იმავე ხალხის გამოსვლა ტრიბუნებზე და მათი სამოქალაქო სექტორად წარმოჩენა, რაც სინამდვილეში ძალიან შორს არის იმ სამოქალაქო სექტორისაგან, რომელიც ფაქტობრივად ჩამოუყალიბებელია აჭარაში. მაშინ, როცა ბათუმის ქარტიას მოვაწერე ხელი, მქონდა საუბარი, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა ხელში ჩაიგდო ძალიან ვიწრო წრემ, რომელიც ფინანსდება გრანტებით, ფაქტობრივად ღიაა მათთვის ყველა კომისია, მთავრობასთან რაღაც კონკურსები, ამ დროს კი იკარგებიან აჭარის საუკეთესო შვილები, მორალური ავტორიტეტები, ის ხალხი, ვინც აშენებდა და აშენებს ამ ქალაქს და იკარგრბიან ისინი სწორედ იმის გამო, რომ თუთიყუშებივით არ იმეორებენ მიშასდროინდელ მანტრებს. ისინი უკანა პლანზე არიან, მათ არ ეძლევათ ტრიბუნა, რომ გაატარონ საკუთარი იდეები და ა.შ. ეს ეხება უშუალოდ აჭარის ტელევიზიას, რომელიც უნდა იყოს ძალიან ბევრი დისკუსიის მატარებელი. როცა ჩვენი სამშობლო ამ რამდენიმე დღის წინ ფაქტობრივად სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, აჭარის ტელევიზია იმის მაგივრად, რომ რაღაცნაირად ჩაეხშო ეს ვნებათაღელვა და დაენახებინა მეორე მხარეც, ანუ ბევრად დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც არ ემხრობიან იმ ბაკქანალიას, რასაც ჩვენ რუსთაველის ქუჩაზე ვხედავდით, უფრო მეტად აღვივებდა ამ ცეცხლს. ულიამ ჰოლმსი – იყო ასეთი უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელი 20-იან წლებში, მან მკაფიოდ გაწერა როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა. მისი განმარტებით, ჟურნალისტს არა აქვს უფლება გადაჭედილ კინოთეატრში იყვიროს ხანძარიაო, აი, ამას აკეთებდა აჭარის ტელევიზია. „რუსთავი-2“-ზე მე აღარ მაქვს საუბარი, მათ ისე ლამაზად წარმართეს გავრილოვის სკამში ჩაჯდომით გამოწვეული გულწრფელი აღშფოთება, რომ ეს ტექნიკური საკითხი ყოფით რუსოფობაში გადაიყვანეს და ეს რუსოფობია საკუთარი ძალების დასარაზმად გამოიყენეს, ხოლო ჩვენი საზოგადოების კონსერვატიულ-ტრადიციული ძალები შავრაზმელებად, რუსეთუმეებად და ხალხის მტრად წარმოაჩინეს. ტელევიზია არის ძალიან საშიში იარაღი იმ ხალხის ხელში, ვისაც გააზრებული აქვს და იცის ამ ტექნოლოგიების ზემოქმედებები. აჭარის ტელევიზიაში ნაკლებად მეგულება ასეთი ხალხი, მაგრამ „რუსთავი-2“-ში მომუშავე პროფესიონალებმა მშვენივრად იციან, რასაც აკეთებენ, მათ აკადემიურ დონეზე შეუძლიათ ხალხი ნახირად გადააქციონ.
ჯემალ მეგრელიძე: – არსებობს ჟურნალისტიკის 9 პრინციპი, რომლითაც ჩვენი თითოეული ჟურნალისტი მოქმედებს. ამ პრინციპების თავში დგას პრინციპი, რომ ჟურნალისტი დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვისაც აშუქებს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში, ისევე, როგორც პოლიტიკაში, გვაქვს ორი პოლუსი – ხელისუფლების მხარდამჭერი არხი და ოპოზიციის ტელევიზია… ორი პოლარიზებული მონსტრი, რომლებიც ქმნიან და აბალანსებენ ამინდს ქვეყანაში… ისინი პირდაპირი გაგებით „ჭამენ“ ერთმანეთს და აქვთ თავიანთი „სიმართლე“, რომელსაც ხშირად იჯერებს მაყურებელი… სანამ ქვეყანაში გვექნება ასეთი პოლარიზება და იქნება პოლიტიზირებული ტელევიზიები, ეს სიტუაცია გვექნება და მე როგროც ჟურნალისტს და მოქალაქეს, არ მაქვს არავითარი ილუზია, რომ დღეს თუ ხვალ ამ კუთხით რაიმე გამოსწორდება.
დავით ჩხარტიშვილი: – ბატონო ჯემალ, ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით, ეს პოლარიზება არ არის, ეს ერთი დისკურსია ჩვენს სივრცეში, მართალია, „იმედი“ შიდაგაშიგ საინფორმაციო გამოშვებებში იჭერს სახელისუფლებო სივრცეს, მაგრამ ეს საერთო ამინდს ვერ ქმნის, იმიტომ რომ ზუსტად იგივე სკოლა, იგივე მიმართულება, იგივე დისკურსი წარმართავს მათ მსოფლმხედველობას.
ჯემალ მეგრელიძე: – სოციალური კვლევების შედეგად ყველაზე სანდო არხად მოიაზრება ტელეკომპანია „იმედი“
დავით ჩხარტიშვილი: – სამწუხაროა. მე მოვუყვები საზოგადეობას იმ მექანიზმზე, თუ როგორ ხდება მანიპულირება თუნდაც „იმედის“ მხრიდან, რომელზეც ვამბობ, რომ პროსახელისუფლებო საინფორმაციო სიუჟეტის გაშვება პირობითათ არ ნიშნავს იმას, რომ გადაფარავს საერთო ხაზს, რომელიც რუსთავი 2 ის თამადობით მეისტრიმულია ჩვენს ტელესივრცეში. თოქ-შოუში, სადაც მაგალითად სექსუალური აღვირახსნილობის ან ნარკოლიბელარიზაციის თემა იხილება, ერთ მხარეს ზის გამოცდილი პოლემისტი, პოლიტოლოგიური განათლებით, მეორე მხარეს კი პირობითად ვთქვათ მრავალშვილიანი დედა, რომელიც მთელი ცხოვრება წესიერეებით არის დაკავებული, მას არ შეუძლია ლამაპარაკი, მას არ შეუძლია საკუთარი იდეების გატარება, მაქსიმუმ რაც შეუძლია დაუპირისპიროს ამ ქადაგებელს, გაწითლება და მორიდებაა ანუ ის ოპონირებას ვერ უწევს, დააკვირდით, ასე ხდება ყველა თოქ-შოუში და შესაბამისად, როცა ძირითადში ემთხვევა „რუსთავი-2“-ის და „იმედის“ ხაზები, ის საინფორმაციო სიუჟეტები ძალას კარგავენ…
ამირან კიღურაძე: – აი, ეს ყველაფერი მაღალპროფესიულ დონეზე ღებულობს პროპაგანდისა და აგიტაციის სახეს.
ჯემალ მეგრელიძე: – სწორედ ამას ვგულისხმობდი, ბატონი დავითი რომ არ დამეთანხმა, არ უნდა ჰქონდეს ტელევიზიას და საერთოდ საინფორმაციო საშუალებას, პროპაგანდისტისა და აგიტატორის როლი, ის უნდა აწვდიდეს შეულამაზებელ მიუკერძოებელ ინფორმაციას სადაც უნდა იყოს დაცული ბალანსი მხარეებს შორის და უნდა შუქდებოდეს იმ მხარისაგან დამოუკიდებლად, რომელზეც მიდის საუბარი.
დავით ჩხარტიშვილი: – იქნებ არ მოვიტყუოთ თავი ბატონო ჯემალ, ნებისმიერი ერთი ტელევიზია დამისახელეთ, რომელსაც არ გააჩნია პროპაგანდა, თუმცა გააჩნია რისთვის გინდა შენ ეს პროპაგანდა.
ამირან კიღურაძე: – პროპაგანდას გააჩნია, ისეთი იდეების პროპაგანდა თუ ეს არის პროპაგანდა ეროვნულ ნიადაგზე რა თქმა უნდა, გამართლებულია… მაგრამ ნახეთ როგორი რგოლი აქვს „გავრილოვის ღამეზე“ „რუსთავი-2“-ს გაკეთებული, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ატრიალებს, მას რას უპირისპირებენ სხვა ტელევიზიები, არ მინდა ვილაპარაკო „იმედზე“, რადგან ის კერძო ტელევიზიაა, „პირველი არხი“ რას უპირისპირებს, აჭარის ტელევიზია?
დავით ჩხარტიშვილი: – პრაქტიკულად ვერაფერს და ჩვენი უბედურებაც ამაშია… ვფიქრობ ყველა ტელევიზიას ავტორიზაციის გავლისას პირობად უნდა ჰქონდეს ჩადებული ვალდებულება ქართული სახელმწიფოს და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების წინაშე. როდესაც ვუყურებ თქვენს გადაცემებს, ყოველთვის ქართული, ტრადიციული, ლამაზი ხაზი გაქვთ გატარებული, ამას გკარნახობთ თქვენი მსოფმხედველობა, ხანდახან აყვირდებიან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ხდებაო, ჩარევა ხდება როგორი ფორმით იცით, როცა შენ იცნობ ადამიანს, იცი მისი ბეგრაუნდი, იცი რა მიდრეკილებები აქვს, რა აინტერესებს, ჩარევა აღარ გჭირდება. თქვენ არ გააკეთებთ იმას, რასაც სხვა ტელევიზიები აკეთებენ, რადგან თქვენ არჩეული გაქვთ სხვა დისკურსი, თქვენ თავისუფალი ხართ აი ამ დისკურსის ჩარჩოში, 8 მილიონიანი დაფინანსების ტელევიზია რომ არის რეგიონალური, თუნდა თქვენი დისკურსი არ უნდა იყო იმ ტელევიზიაში წარმოდგენილი?
ჯემალ მეგრელიძე: – თუ თქვენ გულისხმობთ აჭარის ტელევიზიას, აჭარის ტელევიზიის პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს პროდიუსინგის ინსტიტუტი. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც არ ჩაიშლება არჩევნები და აირჩევა აჭარის ტელევიზიის დირექტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველაფერი ეს.
დავით ჩხარტიშვილი: – და მოვა კაპანაძე-2 არსებული ბორდის პირობებში…
ჯემალ მეგრელიძე: – დავუბრუნდეთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 20-21 ივნისს აგორებულ ტალღას; ჩვენს სტუმარს ვთხოვოთ შეფასება ამ მოვლენებისა და იმ ბოლო სატელევიზიო ეთერისა, სადაც ჩვენმა კოლეგამ შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს, მაინტერესებს ბატონი დავითის აზრი ამასთან დაკავშირებით.
დავით ჩხარტიშვილი: – ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება მოწმობს იმას, რომ სრულ უვიცობას აჩენს ის ხალხი, ვინც ცდილობს ჩააგდოს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. მახსოვს, აჭარის ტელევიზიის ეთერში წამომცდა ტელეხიდების მოწყობაზე რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან, ლამის რუსული პროპაგანდა დამწამეს. გაოგნებული ვიყავი, რა შუაშია ეს რუსულ პროპაგნდასთან, მინდა ჩემი სიმართლე გავიტანო, დავამუშავო იმათი საზოგადოებრივი აზრი. თუმცა პრაქტიკულად რუსული პროპაგანდის საფარქვეშ მიდის ყველაფერ ტრადიციულთან ბრძოლა. შემდეგ ამას მიესევიან ჭინკები და „ქართული ოცნებიდან“ ხმის ამომღები არავინაა, იმიტომ, რომ გავსებულია მმართველი პარტია „ნაციონალების“ ლატენტური მომხრეებით და მიშისტებით.
ჯემალ მეგრელიძე: – ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ რატომ ახსენდებათ ეს მაინც და მაინც ღვინის და რთველი პერიოდში, საკურორტო სეზონის წინ?
დავით ჩხარტიშვილი: – აქამდე „ნაციონალების“ გზამ მიგვიყვანა, ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, ყველა არის ფორმის ძიებაში, ეს არ არის საგარეო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკის გაგრძელება და ეს უნდა ვიცოდეთ! 4 მილიარდია სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან და ტურისტებია ჩვენი შემოსავალი, 12 მილიარდია სულ საქართველოს ბიუჯეტი, ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას, რაც ისევ გაძვალტყავებული ხალხის ცხოვრებაზე აისახება…
ჯემალ მეგრელიძე: – ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, შეიქმნა „ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია და ნამდვილად ვეტყვი ხელისუფლებას თუ რაღაც არ შეიცვალა თქვენს მართველობაში და იმ პოლიტიკაში, რომელი პოლიტიკის მომსწრეც ჩვენ ახლა ვართ, წინ 2020 წელია, არჩევნებია და ძალიან გაგიჭირდებათ… მე ვფიქრობ, თუ თქვენ არ შეცვლით, უკვე შეცვლილია საზოგადოების განწყობა თქვენდამი და აუცილებლად სხვა ვერდიქტს გამოგიტანთ ამომრჩეველი.