მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რა წერილი დატოვა დაღუპულმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობის წინ?!.

რა წერილი დატოვა დაღუპულმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობის წინ?!.

12642
0

ტრაგედიის ტრაგიკული დასასრული…

29 მაისის დილას მეხის გავარდნას ჰგავდა ქობულეთში კიდევ ერთი ახალი ტრაგედიის გაგონება… ამ ორიოდ წლის წინათ დამწვარი სასტუმრო არმაზის მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე… სიკვდილის მიზეზს ჩვენ ვერ ავხსნით, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, თუმცა მან ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ გადაიტანა, საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი ეს განაჩენი დიდად არც გაგვკვირვებია… ზაზა ართმელაძე გამორჩეული პიროვნება იყო, ნაღდი ქართველი, გამრჯე, მუყაითი და საუკეთესო ოჯახის მამა, ამიტომ იმთავითვე ჩნდება კითხვა: სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ რომელი უწყების (ბანკის, სასამართლოს თუ პროკურატურის) ხელმძღვანელსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირს უნდა მოვარგოთ?

გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის და – ლია ართმელაძე სოციალურ ქსელში დაღუპული ძმის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილს აქვეყნებს. ვიდრე წერილის სრულ ტექსტს შემოგთავაზებთ, გთავაზობთ თავად ლია ართმელაძის პოსტს, რომლითაც ვფიქრობთ, ყველაფერია ნათქვამი: „აი, ეს წერილი დაგვიტოვა… წაიკითხეთ ყველამ… პროკურორებმა… ადვოკატებმა… ბატონმა გოგი მარღანიამ (როგორ დადიხარ ამ ქვეყანაზე შე ცოდვით სავსე)… გარდაცვლილი ბავშვების მშობლებმა… პროკრედიტბანკმა… და უსამართლო მოსამართლეებმა: დავით მამისეიშვილმა, ხათუნა ბოლქვაძემ (მამისეიშვილს თხოვნა აუსრულე და კიდევ ერთხელ სულში ჩაგვაფურთხეთ?)… რომ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი… დამნაშავე ვინც არის, მოეფერეთ კარგად პროკურორო ადილარ წირღვავავ… შენი მეგობარი იუსტიციის მინისტრი რომ გავალებს, შეასრულე მისი დავალება… რა დედამ გაგზარდა შე უნამუსო ადამიანო… არ შეგრჩებათ არავის ჩვენი ოჯახის ცრემლები… ჩემი ძმა უსამართლობის და უკანონობის მსხვერპლია… ზაზა ართმელაძე იყო ადამიანი რომელსაც ბავშვების და ოჯახის გამო შეეძლო გაეწირა თავი და გაწირა კიდეც…

 გთავაზობთ გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის სრულ შინაარსს:

 იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით… მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას…

ჩემი ოჯახის უფროსი რა თქმა უნდა მე ვიყავი და იმ ტურისტულ ბიზნესსაქმიანობაში რითაც ოჯახი იყო დაკავებული, პირნათლად ვასრულებდი იმას, რაც ევალება ალბათ ოჯახში მამას, კაცს, უფროსს. საქმის ვითარება სამწუხაროდ ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როცა სამი ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება.

იმ მუხლთან ერთად რითაც კანონი პროკურატურაში მედავება, სიტყვიერად სასამართლოში გულგრილობასა და დაუდევრობაშიც მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ.

ამასთან ერთად, მეორე, ბანკი სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორს მაჟორს, დაუძლეველ ძალას და ყველაფერი თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით.

ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა, უფალს ვევედრები შემინდოს თუ კი რამე არასწორად გადავწყვიტე, დიდება მის სახელს!

გეფერებით ჩემო დედა, მამა, ირმა, ჩემო დებო, შვილებო, შვილიშვილებო, მოყვრებო, ნათესავებო, მეზობლებო, თანაქალაქელებო. მადლობა ყველას გაწეული დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისათვის!

ილოცეთ ჩემთვის!

 დიდი პატივისცემით თქვენი ზაზა (ჯემალ) ართმელაძე

29 მაისი

რედაქციისაგან: ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარისთვის სიტყვას ვერ დაძრავ… გარდაცვლილმა სიკვდილის წინ ყველა სათქმელი მიანდო ქაღალდს… ქედს ვიხრით ზაზა ართმელაძის ხსოვნის წინაშე და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს!