მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

183
0

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ნატოსაქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძემიესალმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრასემინარის 65 მონაწილეს ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემდავით ნარდაიამ  ნატოსაქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატო როლზე საქართველოს, რეგიონისა დაგლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხებში. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების სამომავლო პერსეპქტივაზე, ნატო მხარდაჭერის მნიშვნელობასა დადღემდე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრას მოდერაცია მცხეთამთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამანბერიძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერდაფინანსებული პროექტისდასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა დაჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებშიფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ საელჩოსთანერთად ახორციელებს.