მეცნიერების ერთი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელებისშემთხვევაში შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.
თეორიის შესახებ რამდენიმე სპეციალისტმა მედიასთანაც ისაუბრა, მათ შორის – მეცნიერ–მკვლევარმა, ჰუმან ჰემათიმ.
როგორც იგი „ფოქსნიუსთან” აცხადებს, ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა, ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს.
ეს ნიშნავს, იმას რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანი დაავადდება, მაგრამ გამოიმუშავებენანტისხეულებს, რაც მათ სამომავლო ინფექციებისგან დაიცავს.
„ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ყოველთვის არის შანსი, რომახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე გვქონია. ჯერჯერობით, მხოლოდანგარიშები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა, თუ შტამი ჰიპოთეტურად არ იწვევს მძიმედაავადებას და, მეორე მხრივ, ვრცელდება ძალიან სწრაფად და ამით ყველა ავადდება, ძალიან რთული იქნება დაინფიცირებისგან თავის არიდება.
შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არააბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა, გამოიმუშავებსანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტიგამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – განაცხადა ჰემათიმ.