ფულის სესხება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4finance -ს ბრენდისგანvivusge -ში.
აქ გაიცემა 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი სესხები 30 დღის ვადით.
მართალია Vivus -ში ფულის სესხება პროცენტით ხდება, მაგრამ აქ საპროცენტო განაკვეთი ერთ -ერთი ყველაზე უფრო დაბალია საქართველოში.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ფულის სესხება არ გიყვართ და მისთვის თავის არიდება გსურთ, მაშინ უნდა იცოდეთ საკუთარი ბიუჯეტის სწორად გადანაწილება.
არსებობსბიუჯეტის სწორად გადანაწილების, ფინანსური ექსპერტების მიერ შემუშავებული, რამდენიმე ეფექტური მეთოდი და რეკომენდაცია.
ამ სტატიაში სწორედ ერთ -ერთ ასეთ მეთოდზე, რამდენიმე ასეთ რეკომენდაციასა და 2 კონკრეტულ, ოქროსს წესსზე ვისაუბრებთ.
გამოცდილი ფინანსისტების აზრით, იმისათვის, რომ საკუთარი, ყოველთვიური ფინანსური შემოსავალი მარტივად იმყოფინოთ და თანაც გაუთვალისწინებელი კრიზისისგან თავის დაცვა მარტივად მოახერხოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
წესი N1 – ფულის სწორად გადანაწილება.
კარგი იქნება თუ დაიცავთ 50/30/20 -ის მეთოდს.ის, საკუთარ თავში გულისხმობს:
ყოველთვიური შემოსავლის 50% -ის აუცილებელი ხარჯებისთვის მოხმარებას.
ასეთ ხარჯებში შედის:
- ბინის ქირის ან იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი;
- კვება;
- კომუნალური გადასახადები;
- ტრანსპორტის ხარჯები;
- სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტები და სერვისები.
ყოველთვიური შემოსავლის 20% -ის გადრიცხვას ფინანსური დანაზოგისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
დარჩენილი 30% კი უნდა გამოიყენოთ: გართობის, შოპინგის, რესტორნებში ვიზიტებისა და სილამაზის სალონების ხარჯების დასაფარად.
ნომერ პირველი წესის დაცვის შედეგად, თქვენ საკუთარი ფინანსების სწორად გადანაწილებას მოახერხებთ, თუმცა ეს საკმარისი არ გახლავთ, რადგან ამასთანავე, საჭიროა, რომ:
- იცხოვროთ ეკონომიურად და არ განახორციელოთ არაგონივრული ხარჯები;
- მოერიდოთ ისეთი ნივთების შეძენას, რომლებიც აუცილებლობას არ წარმოადგენს;
- მაქსიმალურად სწრაფად დაფაროთ კრედიტები და ვალები, რათა მათ პროცენტებში ფულის გადახდა რაც შეიძლება მალე დაასრულოთ;
- ხშირად ეწვიოთ ექიმს, რათა ადრეულ სტადიაზევე მოახდინოთ ყველა დაავადების ლიკვიდაცია, რადგან თუ სნეულება გაგირთულდათ, მისი მკურნალობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ;
წესი N2 – იფიქრეთ მომავალზე.
აუცილებლად იქონიეთ დანაზოგი, რომელიც გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადატანაში დაგეხმარებათ.
რეკომენდირებულია, საბანკო ანგარიშზე გქონდეთ თანხა, რომელიც 6 თვის განმავლობაში თავის შესანახად თავისუფლად გეყოფათ.
აღნიშნული დანაზოგი აუცილებელია სამსახურის დაკარგვის ან ავადმყოფობის შემთხვევებისთვის, რადგან ასეთ დროს თქვენი ფინანსური შემოსავალი 0 -ს გაუტოლდება და ფინანსური დანაზოგის გარეშე შავ დღეში აღმოჩნდებით.