მთავარი სხვადასხვა როგორ ვითარდება ოკუპაციისაგან განთავისუფლებული აზერბაიჯანის რაიონები? /ვიდეო/

როგორ ვითარდება ოკუპაციისაგან განთავისუფლებული აზერბაიჯანის რაიონები? /ვიდეო/

405
0

30 წლის განმავლობაში სომხეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, თუ რა ზიანი მიადგა ამ მიწებს. გაეროს ექსპერტთა შეფასებით ეკონომიკური ზარალი 53,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, გარემოზე ზიანი 265 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო დიდი დაბრუნების პროგრამა. აღდგენის პროცესში აზერბაიჯანის გარდა სხვა ქვეყნებმაც გამოიჩინეს ყურადღება. აქ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გზების მშენებლობა სუგოვუშანსა და თალიშში. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიმართულებაა აჰმედბეილი-ფიზული-შუშა, ტოგანლი-ქელბაჯარის გზა. ასევე იგეგმება ბარდა-აღდამის, ფიზული-შუშას რკინიგზის მშენებლობა. სხვა საკითხებთან ერთად, ცოტა ხნის წინ ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.

აზერბაიჯანი აქტიურად აღადგენს ჰიდროელექტროსადგურებს რეგიონში, იგეგმება 400 კმ-ზე მეტი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა. ასევე არსებობს მზის და ქარის ელექტროსადგურების პოტენციალი.

ერთ-ერთი სიახლეა „ჭკვიანი ქალაქების“ შექმნა. ეს შესაძლებელს გახდის ტერიტორიების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით საჯარო სერვისების მიწოდებას.

აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს გათავისუფლებული მიწები გადააქციოს სამხრეთ კავკასიის ყველაზე განვითარებულ რეგიონად. ეს არამარტო აზერბაიჯანს, არამედ მეზობელ ქვეყნებს განვითარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.