რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის მერი აცხადებს, რომ
საზღვარი არ ჩაიკეტება.
“დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი ფეიკ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაც ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა, მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, ვიდრე მე და ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ეს რა თქმა უნდა ხდება კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც არის უტყუარი და შესაბამისად, სწორი ანალიზის გაკეთება ხდება და ამისშემდეგ ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ან გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ახლა შემოვიფარგლოთ იმით, რომ სოცმედიაში და ზოგადად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ხომ გაუგებარია ვის რა ინტერესი აქვს და ვინ რაინტერესით ავრცელებს საკითხებს. ძალიან ბევრი ფეიკ ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა ავყვეთ ემოციებს. ემოციებითმიღებული გადაწყვეტილებები, თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ძალიან ბევრი გვაქვს, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებებმარამდენიმე ათეული წლით დახია ჩვენი ქვეყანა უკან, ამიტომ არ გვჭირდება ემოციები, გვჭირდება მსჯელობა, ცივი გონება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება“-აცხადებს, კახა კალაძე.