მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება

საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება

236
0

ხულოს მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. 2 მაისს, კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიებები მუნიციპალიტეტის რამდენიმე ბიბლიოთეკაში გაიმართა. ხიხაძირის სასოფლო ბიბლიოთეკაში, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს. სხალთის სასოფლო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე “ხიმშიაშვილები ზემო აჭარის მმართველები”.
ქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სოფელ კალოთაში სასოფლო ბიბლიოთეკის გახსნისათვის, სადაც ატანილი იქნა წიგნები და საკანცელარიო ნივთები, აგრეთვე დარეგისტრირდა პირველი მკითხველიც.
აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორი ჯუმბერ აბაშიძე და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.