არასამთავრობო ორგანიზაციამ «Youth Center of Georgia”, პოლონეთის ორგანიზაციასთან «Idea For Life» პარტნიორობით უმასპინძლა ERASMUS + მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს «THINK GREEN”.
პროექტში, რომლის მიზანიც ახალგზარდებში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება იყო, ჩაერთო 36 ახალგაზრდა 6 სხვდასხვა ქვეყნიდან.
საერთაშორისო პროექტი «THINK GREEN” ჩატარდა 10-19 მაისი, ქალაქ ქობულეთში.
პოლონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, იორდანიის და საქართველოს წარმომადგენელი ახალგზარდები ჩაერთნენ სხვდასხვა ღონისძიებებში, მათშორის: ევროპის დღეები, ქობულეთის სანაპიროს დასუფთავების აქცია, შეხვედრები ადგილობრივ კოლეჯ «ახალი ტალღის» სტუდენტებთან, კულტურული საღამოები, გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხილვა თითოეულ ქვეყანაში და ა.შ.
#ERASMUS+ #THINKGREEN