მთავარი სხვადასხვა საპატრიარქო ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

230
0

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს, რომ დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

საპატრიარქო ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიკა შარაძე