მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა

320
0

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა დასამუშაო პროცესს გაეცნო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სავარჯიშო ბაზა ახალი სივრცე იქნებასპორტსმენებისთვის და შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება. სამსართულიანი შენობის 3 სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იწყება გადახურვა, მიმდინარეობსინტერიერისა და ფასადის მოწყობა. მთლიანი შენობის კარკასის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს, ხოლო პროექტი სრულად 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ძალოსნობის ბაზისმშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.

პრემიერმინისტრთან ერთად ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციისრეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.