საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის ახალი სამწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. პრემიერს აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უმასპინძლა.
მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა და განხორციელდა არსებული სიმულატორების პროგრამული განახლება. დადებულიხელშეკრულების თანახმად, საერთაშორისო კომპანია WARTSILA სამი წლის განმავლობაშიგაუწევს ტრენინგ–ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და ავტომატურ რეჟიმში განაახლებს პროგრამებს.
დღეისათვის, შავი ზღვის რეგიონში არც ერთ მეზღვაურთა ტრენინგ–ცენტრს არ გააჩნიაუახლესი, 6.0 მოდელის პროგრამები, რომლებიც დახვეწილი ვიზუალიზაციით, დეტალურობითდა ეფექტებით გამოირჩევა, რაც წვრთნების რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულპირობებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. სიმულატორებზე შესაძლებელია ყველა ტიპისდა სირთულის პრაქტიკული დავალებების შესრულება.
საწვრთნელ ცენტრს დაემატა საგამოცდო ოთახი და აუდიტორია, კეთილმოეწყო მოსაცდელისივრცე და ფრონტ–ოფისი; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობას, განახლდა ავეჯი, ინვენტარი, შეძენილ იქნა პრაქტიკული სასწავლო–საწვრთნელი მეცადინეობისათვის საჭირო ხელსაწყოები და აღჭურვილობა.
სრული პროგრამული განახლების შედეგად, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი დასერტიფიცირების ცენტრი ე. წ. Smart Support სისტემაზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნადგაზრდის მოქმედ მეზღვაურთა სიმულატორული წვრთნების და შეფასების ხარისხს.
მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრისა და სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის სრულიად გასაახლებლად და თანამედროვე გემებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიმდინარე წელს მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და მოქმედი მეზღვაურებისთვის, თანამედროვე და მრავალფუნქციური საწვრთნელი აუზიც გაიხსნა.
საწვრთნელი აუზის ბაზაზე, აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს რეალურთანმიახლოებულ, სხვადასხვა ამინდის სიმულირების პირობებში შეუძლიათ გაიარონ პირველადიდა კოლექტიური უსაფრთხოების, ზღვაზე გადარჩენის და სამაშველო ოპერაციების ჩატარებისწვრთნები. აუზი იძლევა წყალქვეშა ცურვის წვრთნების გავლის შესაძლებლობასაც.
საზღვაო აკადემიაში პრემიერს საჩუქრად აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული გემისმაკეტი გადასცეს.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ–მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობისადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.