საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს 64 საკრებულოს 2 068 წევრს. 64 მერს, აქედან ხუთ თვითმმართველი ქალაქის მერს. 3 664 უბაანია სულ ქვეყნის მაშტაბით. 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში სულ 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ამომრჩევლები ვალდებულნი არიან უბანში იმყოფებოდნენ დამცავი პირბადით, რომელსაც მცირე ხნით მოიხსნიან ხმის მიცემამდე, კომისიის წევრების მიერ მათი იდენტიფიცირების მიზნით. ამომრჩეველმა უბანზე 3 საარჩევნო ბიულეტენი უნდა მიიღოს და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს. ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს.