საქართველოში covid-19-ის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ78 პაციენტი – აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ ვებ–გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე–ღამეში კოვიდ19–სგან 3 076 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 920 617 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი, 876 254–ს შეადგენს. ამასთანავე, ვირუსისგავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ19–ს 13 367 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ვირუსის 145 შემთხვევა დაფიქსირდა.