მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი

საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი

281
0

24 მაისს კოპენჰაგენში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, წლევანდელ მიღებაში მონაწილეობას იღებდა ქ. ბათუმის ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“. ქართველმა მოცეკვავეების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შესრულებულმა ცეკვამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.