მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სუფთა გარემოსა და მწვანე სამყაროს ქვეყანა…

სუფთა გარემოსა და მწვანე სამყაროს ქვეყანა…

221
0

აზერბაიჯანის რესპუბლიკის „პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, 2024 წელი აზერბაიჯანში „მწვანე სამყაროს სოლიდარობის წლად“ გამოცხადდა. აზერბაიჯანი ყოველთვის პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გლობალურ ინიციატივებს უერთდებიან.

კლიმატის გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანმა ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის წარმოებული ელექტროენერგიის 30% განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს. ილჰამ ალიევმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიები მწვანე ზონებად დაასახელა და ამ ტერიტორიების განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზებისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. გარდა ამისა, გაფორმდა ხელშეკრულებები განახლებადი ენერგიის სფეროში გამოცდილ Aqvapower-თან და Masdar-თან, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და დამტკიცდა მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. 2023 წელს კომპანია Masdar-ის ინვესტიციით აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა 230 მეგავატი სიმძლავრის გარადაღის მზის ელექტროსადგური. ზოგადად, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის პოტენციალი 200 გიგავატად არის შეფასებული.

აზერბაიჯანის სახელმწიფო დგამს სერიოზულ ნაბიჯებს ამ პოტენციალის რეალიზაციისკენ და უახლოეს მომავალში თავის განახლებად ენერგიასა და მწვანე წყალბადს ევროპაში ექსპორტზე შავი ზღვის ფსკერის გავლით გაიტანს. ეს ასევე გამოიწვევს ენერგიის წარმოებაში გამოყენებულ გაზის დაზოგვას და გააფართოვებს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს ევროპაში. ვინაიდან ევროპა აზერბაიჯანიდან მეტ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ეს შეამცირებს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული ქვანახშირის წვას და ხელს შეუწყობს ატმოსფეროში გამოშვებული სითბური გაზების შემცირებას.

აზერბაიჯანის 2030 წლამდე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხუთი ეროვნული პრიორიტეტიდან ერთ-ერთი განისაზღვრება, როგორც „სუფთა გარემოსა და მწვანე ზრდის ქვეყანა“. ამ პრიორიტეტის შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა გარემოს გაუმჯობესების, გამწვანების აღდგენისა და გაზრდის, წყლის რესურსებისა და მდგრადი ენერგიის წყაროების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად.

საბაზისო წელთან (1990) შედარებით აზერბაიჯანს დასახული აქვს მიზანი 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიების 35 პროცენტით, ხოლო 2050 წლისთვის 40 პროცენტით შემცირება.

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესში გარემოს დაცვა პრიორიტეტულია. ამ ადგილებში გამოიყენება ისეთი ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა „ჭკვიანი ქალაქი“ და „ჭკვიანი სოფელი“ და აღდგება ეკოსისტემა.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესია – ერთსულოვანი გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ისეთი პრესტიჟული ღონისძიების ჩატარების შესახებ, როგორიც არის COP29, აზერბაიჯანისადმი დიდი პატივისცემისა და ნდობის ნიშანია საერთაშორისო საზოგადოების, ისევე როგორც აზერბაიჯანის მხრიდან გარემოს დაცვის ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, კლიმატის ცვლილებების პრევენციაში მისი წვლილის დაფასების ნათელი მაგალითი. აზერბაიჯანი ქმნის როგორც განახლებად ენერგიას, ასევე სწრაფად აგრძელებს გამწვანებას. COP 29 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება აზერბაიჯანში მიმდინარე წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის წვლილი კლიმატის ცვლილებაში თვალსაჩინოდ მიეწოდება მსოფლიო საზოგადოებას და გააერთიანებს მთელ მსოფლიოს ამ გლობალური გამოწვევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, წარმატებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, სამხრეთ გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსი – იქნება მაგალითი მწვანე ენერგიის პროექტისთვის და მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაზეც დიდი მოთხოვნაა. როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს აქვს განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე. გვჯერა, რომ ეს სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგმება.