„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.
მათ თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი. ისინი ამ წუთებში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნაცემია აგრეთვე კობა ხაბაზიც.
მომხდარ ინცინდენტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა, ხოლო საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიწყო გამოძიება.
ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ თანამშრომლები ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად გამოიძიოს მომხდარი დანაშაული.