უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ,,ტვიტერზე” წერს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში რამდენიმე დღის განმავლობაში ქალს აუპატიურებდნენ ის გარდაიცვალა, 6 წლის ბავშვს კი თმა გაუჭაღარავდა.
“მარიუპოლში რუსი ოკუპანტები მორიგეობით, რამდენიმე დღის განმავლობაშიი აუპატიურებდნენ ქალს 6 წლის შვილის თვალწინ. ის მოგვიანებით დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შვილს, ბიჭს, კი თმა გაუჭაღარავდა.
ეს საშინელებათა ფილმი არ არის. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა – ეს ისაა, რაზეც “რუსული სამყარო” დგას”. – წერია განცხადებაში.