მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო — მარიუპოლში ოკუპანტები 6 წლის შვილის თვალწინ ქალს...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო — მარიუპოლში ოკუპანტები 6 წლის შვილის თვალწინ ქალს აუპატიურებდნენ, ის გარდაიცვალა, ბავშვს კი თმა გაუჭაღარავდა

1081
0

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ,,ტვიტერზე» წერს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში რამდენიმე დღის განმავლობაში ქალს აუპატიურებდნენ ის გარდაიცვალა, 6 წლის ბავშვს კი თმა გაუჭაღარავდა.

«მარიუპოლში რუსი ოკუპანტები მორიგეობით, რამდენიმე დღის განმავლობაშიი აუპატიურებდნენ ქალს 6 წლის შვილის თვალწინ. ის მოგვიანებით დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შვილს, ბიჭს, კი თმა გაუჭაღარავდა.
ეს საშინელებათა ფილმი არ არის. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა — ეს ისაა, რაზეც «რუსული სამყარო» დგას». — წერია განცხადებაში.