მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ პროექტის ფარგლებში, მე-14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქტიკური ურბანიზმის პროექტი...

„უსაფრთხო გზა სკოლამდე“ პროექტის ფარგლებში, მე-14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქტიკური ურბანიზმის პროექტი განხორციელდა

948
0

ბათუმის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

პროექტები მოიცავს ბათუმის ველოსიპედით გადაადგილების გენერალურ გეგმას, ფეხით გადაადგილების კონცეფციას, „უსაფრთხო გზა სკოლამდე” – სახელმძღვანელოს მომზადებასადა საპარკინგე პოტენციალის კვლევას.

ამ მიმართულებებით აქტიურად იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები და რაც მთავარია, უკვე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

დღესუსაფრთხო გზა სკოლამდეპროექტის ფარგლებში, მე-14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქტიკური ურბანიზმის პროექტი განხორციელდა. ამავე სკოლის მაგალითზე იგეგმება შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადება.

აღნიშნული პროექტის მიზანია სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასკოლო ზონის განვითარება.

პროექტი ითვალისწინებს ბავშვების სკოლაში ფეხით გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასა  და  უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.