ეიპიემ ტერმინალს ფოთმა წარმატებით დაასრულა 150 წლის 1850 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია.
ტალღმჭრელი მოლო არის ბარიერი, რომელიც პორტს იცავს ტალღების, დინების ზემოქმედებისგან და ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ნავსაყუდელში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2021 წლის აპრილში და გაგრძელდა 2 წელი. ობიექტი დაპროექტდა და აშენდა მთის კლდოვანი მასებისა და საქართველოში წარმოებული 7200 ბეტონის ბლოკისგან.
ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია ნაწილია იმ დიდი ინვესტიციისა, რომელსაც კომპანია პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დებს. პროექტის ღირებულება 25 მილიონი აშშ დოლარია.