მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქალაქში წყალარინების თვითდენითი კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქში წყალარინების თვითდენითი კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

266
0

ასათიანისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში წყალარინების თვითდენითი კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 1000-1200მმ-იანი კოლექტორის რეაბილიტაცია ე.წ. ბონის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მელიქიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ძრითადი წყალარინების კოლექტორი თამარის დასახლების, ბონი-გოროდოკის, ზემო გოროდოკის, ბარცხანისა და ჭაობის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდ ნაგებობასთან მიერთებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ბათუმის კომუნალური სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს. კოლექტორის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს. რეაბილიტაციის პროცესი წინსწრებით მიმდინარეობს და აგვისტოში დასრულდება.