მთავარი სხვადასხვა ქართული კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე სტუმრად თურქეთიდან

ქართული კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე სტუმრად თურქეთიდან

15
0

ჩაქვის N1 საჯარო სკოლას სტუმრად ეწვია ბიექოზის ქართული კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ალი ქემალ ქიდიჩი, კულტურის ელჩი, დედაენის კურსების მასწავლებელი ქალბატონი მერი დიასამიძე და რეგისტრირებული კავშირი “მარეთის” თავმჯდომარე ბატონი აკაკი მახარაძე.

სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა, შეხვდნენ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, წაიკითხეს ლექსები მათი შემოქმედებიდან. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ჩაქვის N1 სკოლა თავად შეარჩიეს სხვადასხვა მიღწეული წარამატების გამო და სურვილი აქვთ სკოლასთან არაფორმალური განათლების კუთხით თანამშრომლობის.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა გიული დავითაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საჩუქრისთვის და იმედი აღუთქვა თანამშრომლობისთვის.