მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედაში ვასაძეების სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქედაში ვასაძეების სახლს ხანძარი გაუჩნდა

298
0

წუხელ გვიან ღამით, ხანძრის შედეგად თამაზ ვასაძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო -სამაშველო სამსახურები, თუმცა ორსართულიანი საცხოვრისის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 4 წევრიან ოჯახს გამგეობა იმავე სოფელში დროებით ქირით გაიყვანს. ვითარებას ადგილზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი დავით დუმბაძე გაეცნო და დაზარალებულები მოინახულა. გამგებელმა ოჯახს მაქსიმალური თანადგომა და დახმარება დაპირდა. ,,ბატონი თამაზი უმძიმესი ავდამყოფია, მიუხედავად არაერთი ოპერაციისა, მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. შვილები მცირეწლოვნებია, ისინი ცხმორისის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ქირით გაყვანა შევთავაზეთ და დაგვთანხმდნენ. უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მასალები სამთავრობო კომისიას ოჯახის დასახმარებლად, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა ვასაძეების ოჯახს” – აღნიშნა შეხვედრისას გამგებელმა.
ვასაძეების ოჯახის დასახმარებელი აქცია ორშაბათს გაიმართება. მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ გამგეობის ფეისბუქ გვერდზე, ან დატოვონ შეგროვებული ფუთები ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე.