მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ქედაში ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

ქედაში ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

355
0

აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია” ფარგლებში, დღეს ქედის კულტურის ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა, რომელშიც სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადა ქედაში გამგეობის ფინასური მხარდაჭერით (ბიუჯეტი 1600 ლარი) და რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური – უჩა დვალიშვილი, შოთა ჯიშკარიანი, ბადრი ცხოვრებაული, ნანა ვალიშვილი, თეონა რუხაძე და მადონა თევზაძე აფასებს.
მეორე ეტაპი ხულოს, შუახევისა და ქედის ანსამბლებისთვის 5 მაისს, ქედის კულტურის ცენტრში გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 8 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
ქედის თვითმმართველობა მონაწილე ანსამბლებს წარმატებებს უსურვებს!