მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი – ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და...

ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი – ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს

207
0

დღეიდან, დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს.

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არისადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე, უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას.

საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ  მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით  იქნა შეძენილი.

ელექტრო მიკროავტობუსი მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად დღეს, შპს ,,ავტოსატრანსპორტო საწარმოსოფიციალურად გადასცა მართვაში.