მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე – დაბა ქედის და პირველ მაისის მოსახლეობას...

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე – დაბა ქედის და პირველ მაისის მოსახლეობას შეხვდა

210
0

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან მარინა ზანაქიძესთან ერთად, აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში დაბაქედის და პირველ მაისის მოსახლეობას შეხვდა.

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლაშა სირაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მათ ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები და გაეცნენ ადგილობრივების ყოფითპრობლემებს  კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმსჯელესაღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომელშიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აჭარის სამინისტროების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.