მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთის მერია უხვი ნალექის მოსვლის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული

ქობულეთის მერია უხვი ნალექის მოსვლის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული

157
0

მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში60-70 სანტმეტრს გადააჭარბა. დაბალი ზონის დასახლებაში 20 სანტიმეტრია.

აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია საგზაო დეპარტამენტის სრული ტექნიკა.

ასევე მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკა.

,,მოგეხსენებათ ბოლო-4 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აქტიურად იწმინდებოდაროგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები. ამ ეტაპზე მოსული უხვი ნალექის გამოთავიდან მიმდინარეობს ყველა სოფლის ცენტრთან მისასვლელი გზის გაწმენდა.

სამუშაოების წარმოებას ცუდი ხილვადობა აფერხებს. თუმცა მოსახლეობას შემიძლია ვუთხრა, რომ  ყველა სამსახური, ასევე სხვადასხვა  უწყება მობილიზებულია და ცდილობენ, რომარცერთი მიმართულებით შეფერხება არ იყოს და გზები იყოს გაწმენდილი”-აცხადებს ლევან ძოიძე.