ქობულეთში სოფელ ლეღვაში, 29-წლის კაცს, მეზობელმა ნაჯახით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული, ამ დროისთვის ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ოპერაცია იტარდება.
როგორც ,,აჭარა პ.ს” განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განძრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.