მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა

241
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა. შტაბის ფორმატში დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი და მიმდინარე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით პრემიერ მინისტრის დავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა. ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისთვის ახალი სახლით უზრუნველყოფისთვია მთავრობა იზრუნებს. ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალირი დახმარება გაეწევათ. ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების და არხების გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შესაბამისი ადგილობრვი სამსახურები და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც მატერიალური ზარალი მიადგა, დანაკლისი მალე აუნაზღაურდეს.