მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

296
0

ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად ხორციელდება. „ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით მიმდინარეობს სკვერების, ქუჩებში არსებული მწვანე ზოლებისა და მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გაცელვითი სამუშაოები. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ფილებისა და ბორდიულების აღდგენა.
სკვერებისა და მწვანე ზოლების იერსახის მოწესრიგების მიზნით სისტემატურად იმართება გამწვანების აქციები. მწვანე ზოლებში მოიჭრა ზეხმელი ხეები.