ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი წინმიმავალ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც ცოლ–ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთადიმყოფებოდა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაკავებულია, თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე.
შს სამინისტროს ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე