ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ–ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელიმოაწერა.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ–ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაგამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.
გამოსვლები ყაზახეთის სხვა რეგიონებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის შემდეგ, დემონსტრანტები ყაზახეთში ხელისუფლების სრულად შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.