მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა შშმ პირთა საკითხების შესახებ

შეხვედრა შშმ პირთა საკითხების შესახებ

132
0

დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ „უსინათლოთა ხმა-ს ორგანიზებითა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ მხარდაჭერით, პოლონური კომპანია ALTIX-ის პრეზიდენტს, ადამ კალბარჩიკსა და შშმ პირთა პრობლემების მოგვარებით დაინტერესებული ადგილობრივი ორგანიზაციების, მთავრობის, თვითმმართველობის, სამინისტროების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებს შორის, საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მცხოვრები უსინათლო პირების განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა, პოლონური გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გზების დასახვა.