მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შუახევში მყარი ნარჩენების მართვის 5 -წლიანი გეგმა განიხილეს

შუახევში მყარი ნარჩენების მართვის 5 -წლიანი გეგმა განიხილეს

241
0

შუახევში მყარი ნარჩენების მართვის 5 -წლიანი გეგმა განიხილეს. დოკუმენტის შემუშავებაზე, სტრატეგიაზე, ნარჩენების მდგრად მართვაზე, საკანონმდებლო ჩარჩოსა და მთავრობის მიზნებზე ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლმა კახაბერ გუჩმანიძემ ისაუბრა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების ვალდებულება შევიდა, რომლის თანახმად, გეგმები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა მომზადდეს.
მყარი ნარჩენების მართვის გეგმაზე კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მუშაობს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, გამგეობის თანამშრომლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.