მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

445
0

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საერთაშორისო ჯილდოგადაეცა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,  გაეროს ოფისში გამართული კონფერენციასახელწოდებით, „დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური ჩართულობა“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოსგაუმჯობესებას მიეძღვნა.  ჯილდო ნომინაციაში – „ინოვაციური პრაქტიკა2019“, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დანერგილიწარმატებული პრაქტიკისთვის გადაეცა. ზემოაღნიშნული წარმატებული გამოცდილება უსინათლოამომრჩევლებს სპეციალური ჩარჩო-ფორმის გამოყენებით დამოუკიდებლად და ფარულად ხმის მიცემისსაშუალებას აძლევს.

ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ავსტრიული ორგანიზაცია იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერინიცირებული პროექტის (Zero Project) ფარგლებში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებას მიეძღვნა. აღნიშნული მიმართულებით 36 ნომინაციაშიწარდგენილი ორგანიზაციებიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 საუკეთესოს შორის შეარჩიეს.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა ქვეყნების მთავრობებიდასაარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის – გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მექსიკისეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი, ბრაზილიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლო, პარაგვაის საარჩევნოტრიბუნალი, კანადიდან კი ბრიტანეთის, კოლუმბიის და სასქაჩევანის საარჩევნო ადმინისტრაციები.  ასევედაჯილდოვდა ევროკავშირისა და ფინეთის სერვისების ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც ინკლუზიურისაარჩევნო გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულიპროექტი 8  ქვეყანაში  (ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, სლოვენია, კვიპროსი) განხორციელდა.

კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონექალთა უფლებების ხელშეწყობა, ამომრჩევლების ინფორმირება, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა, უახლესიტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ინოვაციური პროექტების შემუშავება და ადრეული ასაკის ბავშვთა მხარდაჭერადაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ღონისძიებას თამარ ჟვანიასთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, დავით დონდუა.

ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა უსინათლოამომრჩევლებისთვის დანერგილ ინოვაციურ პრაქტიკაზე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად, ხმის მიცემის ფარულობის დაცვით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში. როგორც თამარ ჟვანიამ სიტყვითგამოსვლი​სას აღნიშნა, სპეციალური ჩარჩოფორმის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ამომრჩევლებიხმას აძლევენ, შესაძლებელია ყველა სახის არჩევნებში – საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თვითმმართველობის, ასევერეფერენდუმის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად და არ საჭიროებს ბრაილის შრიფტისცოდნას.

“ხელმისაწვდომი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტია. სწორედ ამის მაგალითია უსინათლო ამომრჩევლებისთვის დანერგილი ბიულეტენების სპეციალურიჩარჩოფორმის გამოყენება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კენჭისყრის ფარულობას…

გისურვებთ სამართლიანი საზოგადოების შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მჯერა, რომ ამ სულისკვეთებით, მზაობით და გამოცდილებით შეგვიძლია, შევქმნათ  ინკლუზიური გარემო ყველასათვის” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას.

Zero Project-ის ფარგლებში ყოველწლიური კონფერენციები ვენაში,  იესელის ფონდის (Essl Foundation) ორგანიზებით,გაეროს ოფისში 2016 წლიდან იმართება.   აღნიშნული ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან (ECOSOC) აქტიურად თანამშრომლობს. 2019 წლის კონფერენციას, რომელიც 20-23 თებერვალს გაიმართა, 70-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის – სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.