მთავარი ვიდეორეპორტაჟი წვეულებათა სახლი ნიუ გოლდი 1 წლისაა! /ვიდეო/

წვეულებათა სახლი ნიუ გოლდი 1 წლისაა! /ვიდეო/

351
0

პროფესიონალთა გუნდი, საუკეთესო გარემო, შესანიშნავი დიზაინი, უგემრიელესი ქართული კერძები, გემოვნებიანი მუსიკა და  მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი – მოკლე დროში ნიუ გოლდის სახელის აღიარებისა და ამ არაჩვეულებრივ დარბაზში ქორწილების გადახდის მსურველთა ზრდის საფუძველი გახდა…

თუმცა, ეს წარმატება „ნიუ გოლდის“ დამფუძნებლის, მრავალი კეთილი საქმის ინიციატორის – მერაბ ფარტენაძის მდიდარი ფანტაზიის ერთი მცირედი ნაწილია, ქველმოქმედ ხელმძღვანელს სამომავლოდ ძალიან ბევრი შორს მიმავალი გეგმა აქვს, რომელთაც, როგორც იგი გვპირდება, პერმანენტულად განახორციელებს…

სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ ყოველი წლის 11 ოქტომბერს ანუ საკუთარ დაბადების დღეზე, – „ნიუ გოლდი“ იმ წყვილებს უმასპინძლებს, ვინც წინა წლებში თავისი ქორწინების საზეიმო განწყობის შექმნა სწორედ ამ დარბაზში გადაწყვიტა და უკვე შვილების თანხლებით მობრძანებულ ახალგაზრდებს – დაუვიწყარ სანახაობას დაახვედრებს… ეს კიდევ არაფერი, კანსაკუთრებული სიურპრიზი ელის „ნიუ გოლდში“ გადახდილი ყოველი მესამასე ქორწილის მთავარ გმირებს ანუ ნეფე – პატარძალს…

ვულოცავთ „ნიუ გოლდის“ შესანიშნავ კოლექტივს პირველ დაბადების დღეს და დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს სწორედ ის პროფესიონალთა გუნდია, რომელსაც თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის – ქორწილის ორგანიზება და მოწვეული სტუმრების საზეიმო განწყობაზე ზრუნვა!