მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

246
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით 3 საკითხი იყო წარდგენილი.
დადგენილების პროექტის თანახმად ცვლილება შედის მერიის დებულებაში.

დღის წესრიგით წარდგენილი იყო ასევე 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.

განკარგულების პროექტის თანახმად 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი სამი კვარტლის მონაცემებით შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 82% შეადგენს.

სხდომაზე ასევე 2018-2019 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესახებაც იმსჯელეს.- როგორც საკითხის მომხსენებელმა გურანდა დოლიძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა- მალე მუნიციპალიტეტს გენდერული თანასწორობის საკითხებში მიზნობრივი პროგრამაც ექნება, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ, პროგრამაში გასაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობის აქტიურ ჩართვას მოიცავს.