მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხიმშიაშვილთა საგვარეულო შეკრება გიორგობაზე

ხიმშიაშვილთა საგვარეულო შეკრება გიორგობაზე

503
0

   23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ხიმშიაშვილების ერთი შტოს – უსტაალი ხიმშიაშვილების შთამომავალთა საგვარეულო შეკრება გაიმართა, რომელიც ამავე შტოს წარმომადგენლის – გოგიტა ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლის მონახულებით და ღირსეული წინაპრისათვის პატივის მიგებით დაიწყო…

  რატომ დაამთხვიეს გიორგობის დღესასწაულს ხიმშიაშვილებმა თავიანთი საგვარეულო შეკრება? როგორც ამ დღის ორგანიზატორმა – გოგიტა ხიმშიაშვილმა აგვიხსნა, გიორგობა მათთვის განსაკუთრებულ დღესასწაულად მოიაზრება, რადგან ხიმშიაშვილთა საგვარეულო ღერბს სწორედ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულება ამშვენებს… უფრო მეტიც, არის იდეა, სამომავლო ტრადიციად იქცეს დასავლეთ საქართველოს ხიმშიაშვილების საგვარეულო შეხვედრა და ეს ეს სწორედ ყოველი წლის 23 ნოემბერს (გიორგობას) აღინიშნოს.

ხიმშიაშვილთა საგვარეულო შეხვედრას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი
ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, შუახევის მერისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები: ვიცე-მერი მირიან აბაშიძე, ზამლეთის თემის დეპუტატი – საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე გიორგი კეკელიძე, ასევე – ხიმშიაშვილთა სხვადასხვა შტოს ღირსეული წარმომადგენელები – ნიგაზეულის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი და პოეტი, მწერალი გურამ ხიმშიაშვილი.