მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხულოს გამგებელმა 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ხულოს გამგებელმა 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

316
0

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროს რამინ მეხეშიძესთან და სხალთის თემის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანგულ შაინიძესთან ერთად სხალთაში იმყოფებოდა.
გამგებელმა ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ასლან შაინიძის მემორიალი.
ასლან შაინიძე სოფელ წაბლანის მკვიდრი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში თავის ორ ძმასთან ერთად მონაწილეობდა. იგი ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა. მას დღეს 32 წელი შეუსრულდებოდა.
უკვე ცხრა წელია, რაც დაბადების დღეზე, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გმირის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მის მემორიალთან იკრიბებიან.