მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხულოში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ოლიმპიადა გაიმარათა

ხულოში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ოლიმპიადა გაიმარათა

346
0

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო აჭარის სიმღერისა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადამ. ღონისძიება იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო დიდაჭარის, აგარის, ღორჯომის, საციხურის, ხიხაძირის, ქვემო ვაშლოვანის, ზედა ვაშლოვანის, ძირკვაძეების, ძმაგულის და ა(ა)იპ „სახელოვნებო სკოლის“ ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები. საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. გამარჯვებულები გადავიდნენ ოლიმპიადის მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 5 მაისს 12 საათზე ქედის კულტურის ცენტრში.
ოლიმპიადის მესამე – ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება მიმდინარე წლის 8 მაისს – სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.
ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები (88 ანსამბლი, 2020 შემსრულებელი, აქედან 38 სიმღერა და 50 ცეკვა).
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება