არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა, 25 ნოემბერს – 2 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში, Erasmus + ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განახორციელა პროექტი “Healthy Lifestyle”. აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 ქვეყნის 48 ახალგაზრდამ საქართველოდან, ფინეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავებასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დადებითი მხარეების შეცნობას. პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ არაფორმალურ აქტივობებში და განიხილეს სხვადასხვა თემები, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა, სოციალიზაცია, არტ-თერაპია, ჯანსაღი და არაჯანსაღი ჩვევები, ცეკვა და სპორტული აქტივობები.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფიზიკური აქტივობების, როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის საშუალების პოპულარიზაცია გახლდათ, ასევე, სხვადასხვა კულტურათა გაცნობა და დაახლოება.
აღნიშნული პროექტის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარ აქტივობას სხვადასხვა ცეკვების შესწავლა შეადგენდა. ახალგაზრდებმა ისწავლეს მონაწილე ქვეყნების ტრადიციული ცეკვები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული ცეკვის ვორქშოფში. მოგვიანებით კი, შესწავლილი ქართული ცეკვა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
იგეგმება პროექტის მეორე და მესამე ნაწილის განხორციელება ფინეთსა და რუმინეთში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს, გაიღრმავონ კულტურული ცოდნა, ესტუმრონ ახალ ადგილებს და ესაუბრონ ადგილობრივებს. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები კარგი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის გაიფართოვონ თვალსაწიერი, გაეცნონ ახალ კულტურასა და ისტორიას, გაუზიარონ გამოცდილება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და განივითარონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები.
#HealthyLifestyle #Erasmus+ #EDUFI #YouthCenterVasatokka #YCG #SzkolaPodstawowanr34 #YouthEducationSupport #AsociatiaYES #youthcenterofgeorgia