მთავარი სხვადასხვა ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციისათვის…

ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციისათვის…

20
0

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა“, 21 – 27 ოქტომბერს, ქობულეთში, ერასმუს + ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განახორციელა პროექტ „YouthFul Well-Being“-ის მეორე ნაწილი (პირველი ეტაპი – ესტონეთში). აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღო 2 ქვეყნის 32-მა ახალგაზრდამ და 4-მა ლიდერმა საქართველოდან და ესტონეთიდან.

პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციას. ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დადებითი მხარეების შეცნობა, მენტალური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების თავისებურებების გაცნობა იყო. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ არაფორმალურ აქტივობებში, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა, ჯანსაღი საჭმლის მომზადების პრაქტიკული ვორქშოფი, რეცეპტების წიგნის შექმნა, ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეოების შექმნა, და ჯანსაღი და არაჯანსაღი ჩვევების შესახებ აქტივობა.

აღნიშნული სესიები ახალგაზრდებს დაეხმარა ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, საჯარო გამოსვლა, ლიდერული, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და ციფრული უნარები. ამასთანავე, მონაწილეებმა აიმაღლეს ცნობიერება ჯანსაღ და დაბალანსებულ საკვებზე, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა.

პროექტის თემატიკასთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ერთმანეთის კულტურა, ისტორია, ტრადიციები, სამზარეულო და კულტურული თავისებურებები.

ახალგაზრდული პროექტი „Youthful Well-Being“ კარგი შესაძლებლობა იყო მონაწილეებისთვის გაეფართოვებინათ თვალსაწიერი, გაცნობოდნენ ახალ კულტურასა და ისტორიას, აემაღლებინათ ცნობიერება მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ და გაეზიარებინათ გამოცდილება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.                               

#Erasmus+ #Youthwellbeing #HARNO #TyriChildProtectionAssociation   #YouthCenterofGeorgia #YouthExchange