მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ჯემალ მეგრელიძე და ალექსანდრე დიასამიძე ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსებად აირჩიეს

ჯემალ მეგრელიძე და ალექსანდრე დიასამიძე ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსებად აირჩიეს

772
0

https://youtu.be/ja6Sm1JjInU

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიან საერთაშორისო აკადემიას ორი აკადემიკოსი და კიდევ ერთი ნამდვილი წევრი შეემატა, ისინი აჭარის ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე კოლეგებს აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა ნანა მომცელიძემ წარუდგინა. მანვე ახლადარჩეულ აკადემიკოსებს – ტვ12-ის დამფუძნებელ ჯემალ მეგრელიძესა და მრავალი ეროვნული პროექტის მონაწილე ალექსანდრე დიასამიძეს, სპეციალური დიპლომები გადასცა. ნამდვილი წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა ასევე კობა კვერღელიძეს.

სხდომაზე აკადემიის წევრებმა იმ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტებზეც იმსჯელეს, რომელთა განხორციელებასაც აკადემიის აჭარის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს.