გუშინ, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აზერბაიჯანელი ხალხის საერთო სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 15 წლისთავი აღნიშნა. აზერბაიჯანისათვის რთულ პერიოდში ხელმძღვანელობით, ჰეიდარ ალიევმა საკუთარი ერისთვის მიაღწია მშვიდობას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
ხსოვნის საღამოს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ლიდერის ხსოვნას, აჟღერდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა პარვიზ ისმაილზადამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა აზერბაიჯანის საერთო სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის დამსახურებებზე როგორც საკუთარი ხალხის, ისე კაცობრიობის წინაშე.
– „ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა შეუცვლელი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში, აზერბაიჯანი და საქართველო არიან ახლო მეზობლები, მეგობრები და პარტნიორი ქვეყნები“ – აღნიშნა პარვიზ ისმაილზადამ.
ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობასა და მეგობრულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მისი თქმით, -„ აზებაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული და საიმედო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რომ ეს ურთიერთობები სწორედ აწგარდაცვლილი ჰეიდარ ალიევის მმართველობის დროიდან ჩამოყალიბდა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩაყრილი ურთიერთობის ძლიერი საძირკველი, დღეს კიდევ უფრო მეტად ვითარდება და თანამშრომლობის მაღალ ეტაპზეა ასული“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
შეკრების დასასრულ გაიმართა ვახშამი და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტური ფილმის „მხოლოდ საქართველოსთან ერთად“ ჩვენება.
ვრცელ რეპორტაჟს ოთხშაბათს აღნიშნულ თემაზე, 12 დეკემბერს ტელეკომპანია TV12-ის ეთერში, გადაცემაში „დიპლომატის საათი“ – 14 საათზე შემოგთავაზებთ.
https://youtu.be/RVMuaue0VGE