29 აპრილს, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. კონსულტაციებისა და კვლევების მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე გაეცნენ. მინისტრი ცალკეული მიმართულებების ექიმებს გაესაუბრა და პაციენტების შეფასებით დაინტერესდა, ზაალ მიქელაძემ რამდენიმე მათგანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები განუმარტა.
პაციენტებს აქციის ფარგლებში, კარდიოლოგის, კარდიოქირურგის, ანგიოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, უროლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, პედიატრის, ტრავმატოლოგის, პროქტოლოგის, ენდოკრინოლოგისა და დერმატოლოგის კონსულტაციების მიღება უფასოდ შეეძლოთ.