აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა ქედისმუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში მოქმედი შპს “კერკის” შენობაში გაიმართა.
ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის დაშესრულების შესახებ (2021 წლის 1 დეკემბრისთვის ) ინფორმაციით, სხდომაზე „აგროსერვისცენტრის“ დირექტორი – გოჩა ბერიძე წარსდგა. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 4, 9 მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ, პროგრამების ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი.
მომხსენებელმა, კანონმდებლებთან, ასევე ისაუბრა ციტრუსოვანთა ნაყოფის დამზადებისა დარეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ და უპასუხა მათშეკითხვებს.
სხდომაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – მირიან ქათამიძედა ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ესწრებოდნენ, გოჩა ბერიძის მიერწარმოდგენილი ორივე ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.
სხდომის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა “შპს კერკი”- დაათვალიერეს. საწარმო სოფლისგანვითარების სააგენტოს (RDA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის (CNFA საქართველო), ევროკავშირის (ENPARD / ქედა ლიდერი), აჭარის სოფლის მეურნეობისსამინისტროს აგროსერვის ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის სრული მოცულობა 700 000 აშშ დოლარია. ტესტირების ეტაპზე აქ 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოებისპროცესის დაწყების შემდეგ არანაკლებ 35 ადამიანი დასაქმდება. „კერკი“ ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, თხილეულისა და ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2021 წლის შემოდგომაზე, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავა.