ამ წუთებში ბათუმელი მედიკოსები, მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების გადასარჩენად იბრძვიან. ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე მძიმედ დაშავებული მოქალაქე, მათ შორის ქალები – ასეთია შედეგი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევისა, რომელიც ამ რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-ქობულეთის გზაზე, კერძოდ, მახინჯაურის გვირაბთან მოხდა. „მერსედესისა“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილების შედეგად „მერსედესის“ მძღოლი, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით უცნობია, ადგილზევე გარდაიცვალა, არიან მძიმედ დაშავებული მგზავრებიც.
შემთხვევის ადგილას მუშაობემ სასწრაფო-სამედიცინო, სამაშველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
https://youtu.be/7z-oVnD1qTA