მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მე-10 მემილიონე მოქალაქე დაიბადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მე-10 მემილიონე მოქალაქე დაიბადა

612
0

2019 წლის 6 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდერინსკის რაიონის ყოფილ მცხოვრებთა ოჯახს, იძულებით გადაადგილებულებს, რომლებიც ამჟამად რეგისტრირებულნი არიან აგდამის რაიონის სოფ ბაშ გიუნეიპეიეში – ოჯაგოვა ნიგარ ჩერკეზ კიზის და გასანოვ რაუფ იუნის ოღლის შეეძინათ აზერბაიჯანის მე-10 მემილიონე მოქალაქე.
აზებაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ – მეჰრიბან ალიევამ აზერბაიჯანელ ხალხს და ბავშვის მშობლებს ეს სასიხარულო მოვლენა მიულოცეს.
აზერბაიჯანში მოსახლეობის დინამიური ზრდა წარმოადგენს ამ ქვეყნის პრეზიდენტის – ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით გატარებული წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკურ შედეგს.
2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტმა შეაფასა ქვეყნის მოსახლეობა, რომელმაც შეადგინა 9 მილიონ 981 ათას 457 ადამიანი. 2019 წლის 6 აპრილს კი სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით დაიბადა ქვეყნის მე-10 მემილიონე მცხოვრები. 2018 წელს აზერბაიჯანში დაიბადა 138 ათას 982 ბავშვი, შობადობა შეადგენს 14,2-ს ათას ადამიანზე.
მიუხედავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტისა და ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების არსებობისა, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების სფეროში განხორციელებული თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად, სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში აღინიშნება დემოგრაფიული ზრდა. ეს ასევე არის აზერბაიჯანის წარმატების მაჩვენებელი მდგრადი განვითარების სფეროში მიზნების მისაღწევად.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებები მოსახლეობის სოციალური დაცვის გაძლიერების სფეროში დამატებითი ზომების მიღების შესახებ წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის ჰუმანური ინიციატივის შედეგს და ადასტურებს, რომ სოციალური დაცვის გაძლიერების სფეროში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ატარებენ თანმიმდევრულ ხასიათს და მიმართულია ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდისკენ.
აზერბაიჯანის 10 მემილიონე მოქალაქის დაბადებამ ქვეყნის მოსახლეობაში და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, მთელ ქვეყანაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიებები, ხეების დარგვის აქციები და საკონცერტო პროგრამები ხელოვნების მოღვაწეთა მონაწილეობით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური
საკონსულო ქ. ბათუმში